სამოდელო გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა
24 ოქტომბერი 2013 წელი
გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“
გამოსაკითხი მასალა - რ. ინანიშვილის ,,შემოდგომის დღე“
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა
მასწავლებლის სახელი, გვარი
   ნინო ჯოჯიშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
მოსწავლეებში ცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდა.
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ და გააანალიზებენ ტექსტს, პარალელს გაავლებენს შესწავლილ ნაწარმოებთან, დაამყარებენ საგანთაშორის კავშირს ეკოლოგიასთან.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·                           გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას. 
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·                           მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში. 
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·    მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
·         ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·         განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
ქართ. IV.8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები  იცნობენ ვაჟა ვაჟა ფშაველას შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწარმოებს
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   ქართული ენა და ლიტერატურა მე-4კლასი
ნ მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი
 მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები,






გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:
A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება.
მოსწავლეები კითხულობენ წერილებს რომლებიც მათ რევაზ ინანიშვილის პერსონაჯ მონადირეს მისწერეს (5 წუთი)
აქტივობა 3. გამოსაკითხი ტექსტის თხრობა (7 წუთი)
„საპნის ბუშტების“ მეთოდის გამოყენებით ტექსტი გავყავით ოთხ ნაწილად. დავალებები გადავანაწილეთ ჯგუფებში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავალების პრეზენტაცია
აქტივობა 4. ჩვენ ვიცნობთ ვაჟა ფშაველას
ვსაუბრობთ მწერლის ბიოგრაფიულ ცნობებზე -(5 წუთი)

B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 5. ტექსტის კითხვა.  
ვკითხულობთ ტექსტს ნაწილ-ნაწილ პაუზებით და ვადგენთ ვარაუდების სქემას (10 წუთი)

C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 6.  ტექსტის ანალიზი
დაფაზე ვაკრავ წარწერებს „ტექსტი და მე“, „ტექსტი და ტექსტი“, „ტექსტი და გარესამყარო“ და მოსწავლეებს ვთხოვ დაუკავშირონ ისინი ახლად გაცნობილ მასალას  (8 წუთი)
აქტივობა 7.   გაკვეთილის შეფასება/შეჯამება (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ და აფასებენ, როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე საკუთარ თავს და ჯგუფის წევრებს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით
აქტივობა 8.  საშინაო დავალების მიცემა (3 წუთი)
ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ კითხვით, წერითი სამუშაო აქტივობის რვეული #1
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.






გაკვეთილის გეგმა

16 ოქტომბერი 2013 წელი
გაკვეთილის თემა
ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ „ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“ არქაიზმები
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა
მასწავლებლის სახელი, გვარი
   ნინო ჯოჯიშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
„ვეფხისტყაოსანში“ მოცემული აფორიზმების სიღრმისეული წვდომა
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ და გააანალიზებენ ტექსტს, გადმოსცემენს მის შინაარსს თხრობით, პარალელს გაავლებენს შესწავლილ ნაწარმოებთან, დააკვირდებიან ლექსიკურ და გრამატიკულ არქაიზმებს (ტერმინის ხმარების გარეშე)

ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·         თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.

ქართ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
·          
ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში. 
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·         მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);

ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;

ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები  იცნობენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   ქართული ენა და ლიტერატურა მე-4კლასი
ნ მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი
 მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები,






გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. ვმუშაობთ ჯგუფურად.
ვავსებთ კოგნიტურ სქემას (რა ვიცით ,,ვეფხისტყაოსნის“  შესახებ). (5 წუთი)
აქტივობა 3. ნამუშვრების პრეზენტაცია (5 წუთი)
აქტივობა 4. საშინაო დავალების შემოწმება
(,,ვეფხისტყაოსნიდან“ მოძიებული აფორიზმების პრეზენტაცია) -(5 წუთი)
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარმოადგენენ ,,ვეფხისტყაოსნიდან“ მოძიებულ აფორიზმებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ მათ მნიშვნელობას.

B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 5. ტექსტის წაკითხვა და ანალიზი .  
კითხვა ნიშანთა სისტემის მეთოდის გამოყენებით (10 წუთი)
აქტივობა 6.  არქაიზმებზე დაკვირვება
ტექსტიდან მოძველებული, ხმარებიდან ამოღებული სიტყვების ამოკრეფა და მისი შესაბამისი სიტყვების შერჩევა  (5 წუთი)

C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 7.   პარალელის გავლება შესწავლილ ნაწარმოებთან (5 წუთი)
დაფაზე წინასწარ გამზადებული ვენის დიაგრამის საშუალებით.ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკი „საყვედური ტყვეობაზე უარესია“ -ს და ,,ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“-ს შედარება.
აქტივობა 8.  გაკვეთილის შეჯამება- შეფასება (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ და აფასებენ, როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე საკუთარ თავს და ჯგუფის წევრებს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით
აქტივობა 9.  საშინაო დავალების მიცემა   (3 წუთი)
ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ „ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“ - კითხვით, წერითი დავალება აქტივობის რვეულიდან სავარჯიშო #2, 3               
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.



გაკვეთილის გეგმა
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური: IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 35
გაკვეთილის თემა: ,,ყველაფერი ეს დაიწყო ავტობუსში“
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ახალი სიტყვების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით შესაფერისი გრამატიკული ცოდნის დახმარებით.
ფაზები
აქტივობები
დრო
გამოწვევა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მეწყვილესთან ერთად გაიხსენონ მნიშვნელოვანი მოვლენა რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ქალმა.(გამოთქვავენ მოსაზრებებს)
5 წუთი
 აქტივობა 1
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და ყურადღებას ამახვილებენ გამოყოფილ სიტყვებზე
13 წუთი
აქტივობა 2
წყვილებში აკეთებენ სავარჯიშოს(ახალი სიტყვების დაკავშირება განმარტებებთან)
10 წუთი
აქტივობა 3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გააკეთონ სავარჯიშო წაკითხულის გააზრებაზე(N 8)
10 წუთი
აქტივობა 4
შედგინონ წინადედებები ახალი სიტყვების გამოყენებით წყვილებში ნამყო მატივი დროის გამოყენებით
7 წუთი



გაკვეთილის გეგმა
12.03.2014 წელი


გაკვეთილის    გეგმა
1.გაკვეთილის თემა
„პიქტოგრამა“
2.სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი.მე-3 კლასი
3.საგანი


მასწავლებლების სახელი, გვარი

მათემატიკა/ისტი


ხ. მიღრიჯანაშვილი
4.მოსწავლეთა რაოდენობა
23 მოსწავლე
5.განსაკუტრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები


მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა წარმოდგენა პიქტოგრამით (ნახატებით), როცა თითოეული ნახატი შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე ერთეულს, პიქტოგრამის მიხედვით მონაცემთა ერთობლიობის აღწერა, კითხვების დასმა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

მოსწავლემ შეძლოს ბუკში პიქტოგრამის აგება.


7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
მათ. III.13.  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება.

·      აღწერს/განმარტავს პიქტიგრამის მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით;
·      ახასიათებს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობას;

 ის ტექნ.III.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.



·           ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის პიქტოგრამას);

8.თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)
A ფაზა - გამოწვევა

აქტ. 1   წინარე ცოდნის გახსენება    5 წთ
   
  გაკვეთილს ვიწყებ წინა ცოდნის გამეორებით. მოსწავლეები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ხუთეულებით, სამეულებით, ათეულებით დათვლას და უპასუხებენ კითხვებს:
Ø  ვთქვათ, თითო ყუთში 10 ფანქარია, რამდენი ფანქარია 6 ყუთში? 9 ყუთში? 10 ყუთში?
Ø  ხუთეულებით თვლისას ყოველი მომდევნო რიცხვი რამდენითაა მეტი წინაზე?
Ø  რამდენი ხუთეული უნდა გადავთვალოთ, რომ ვიპოვოთ 4 ხუთეული? 4 ათეული? დაასახელეთ ეს რიცხვები.

აქტ. 2   აღვწეროთ პიქტოგრამა     10 წუთი

მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აგებული პიქტოგრამის მიხედვით.
მათემატიკის სახელმძღვანელო II  ნაწ. დავ. 5   გვ.57

B ფაზა - შინაარსის რეალიზება

აქტ. 3    პიქტოგრამის აგება ბუკში    10 წთ

მოსწავლეები გამოიყენებენ გამოკითხვის მიხედვით შედგენილ ცხრილს და ააგებენ ბუკში შესაბამის პიქტოგრამას. მანამდე უპასუხებენ კითხვებს:
Ø  რა ნახატს გამოიყენებთ?
Ø  რამდენ ერთეულს აღნიშნავდით ერთი ნახატით?
Ø  რამდენი ნახატი იქნება თითოეულ სტრიქონზე?

C ფაზა-რეფლექსია

აქტ.4     პრეზენტაციების წარდგენა    15 წთ

მოსწავლეები გააკეთებენ  ბუკში აგებული პიქტოგრამების პრეზენტაციებს

აქტ.5    შეჯამება/ეფასება   5 წთ

შეჯამება/შეფასებას მოვახდენ შემდეგი კითხვებით:
Ø  როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი?
Ø  რა იყო თქვენთვის ახალი, რაც აქამდე არ იცოდით?
Ø  რომელი აქტოვობა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?



9.შეფასება
მასწავლებლის შეფასება. თვითშეფასება.
რამდენად კარგად იყვნენ ჩართულნი საგაკვთილო პროცესში. რამენად კარგად გაართვეს თავი აქტივობებს.
10.საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ კლასთან.
11.რესურსი
სახელმძღვანელო,  მაგნიტური დაფა,  მარკერი, ბუკი.




მოსწავლეთა თვითშეფასება

თვითშეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი

სახელი/გვარი   ------------------------


კრიტერიუმები
კი
არა
ვუპასუხე   კითხებს


ავღწერე პიქტოგრამა




 ვიმუშავე მეგობართან ერთად წყვილში და ავაგე პიქტოგრამა

გავაკეთე პრეზენტაცია




გაკვეთილზე ვიყავი აქტიური





                                         


 მასწავლებლის შეფასების რუბრიკა

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები 

მაღალი

საშუალო

დაბალი

პიქტოგრამის აღწერა 

აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს დამოუკიდებლად

აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს ჩემი დახმარებით 

ვერ აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს

მონაცემთა რაოდენობების დახასიათება 

ახასიათებს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობას

უჭირს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობის დახასიათება 

ვერ ახასიათებს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობას

ბუკში მუშაობა  

 აგებს ბუკში პიქტოგრამას დამოუკიდებლად

 აგებს ბუკში პიქტოგრამას მეგობრის დახმარებით 

ვერ აგებს ბუკში პიქტოგრამას




გაკვეთილის გეგმა
19.03.2014 წელი


გაკვეთილის თემა
შერეული რიცხვები დაწილადები
კლასი
V კლასი
საგანი, მასწავლებელი
მათემატიკა,  ნათია ხუციშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
27 მოსწავლე;
აქტუალობა
ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანია,რომ  მოსწავლეებმა უკეთესად აღიქვან წილადისა და მთელის კავშირი და გაუადვილდეთ პრაქტიკული სახის ამოცანების ამოხსნა.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეებმა შეძლონ შერეული რიცხვის წაკითხვა და ჩაწერა;

მოსწავლეებმა გაიაზრონ არაწესიერი წილადის შერეულ რიცხვად და პირიქით შერეული რიცხვის წილადად წარმოდგენის პროცესი;

მოსწავლეებმა ამოცანის ამოხსნისას შეძლონ არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით;

მათ. V.2.  მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
·      კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს;
·       უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს; წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლე აცნობიერებს წილადს, როგორც მთელის, ერთობლიობის ნაწილს, შეუძლია წილადის შეფასება, განარჩევს წესიერ და არაწესიერ წილადებს.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური;  ჯგუფური
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელოები, რვეულები, კალამი, დაფა, ცარცი, ელექტრონული პრეზენტაცია, ფორმატები, მარკერები.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემის გაცნობა ( 3 წთ.)

საშინაო დავალების შემოწმება ( 3 წთ. )

წინარე ცოდნის გააქტიურება -  ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენებით:
მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული ასოციაციური რუკის განხილვა;
მოსწავლეებს მივმართავ - დაასახელონ ეკრანზე გამოსახული რიცხვებიდან რომელია წილადი რიცხვები, რომელია მათ შორის არაწესიერი; ( 6 წთ )

ახალი მასალის ახსნა - ამოცანის განხილვა   წრეები დაყოფილია  4 ტოლ ნაწილად. სურათზე რამდენი ასეთი ნაწილია გამოყოფილი?   რამდენი მთელი წრე შეიძლება შევადგინოთ? და რა ნაწილი დარჩება?

შერეული რიცხვის  ცნების შემოტანა და განმარტება.
არაწესიერი წილადის შერეული რიცხვის სახით წარმოდგენის პროცესის  განხილვა და პირიქით შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა.  (6 წთ)

B ფაზა.         

სურათის მიხედვით შერეული რიცხვების დასახელება

 წინასწარ ფორმატზე გამზადებული ცხრილის შევსება 
( არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის წარმოდგენა არაწესიერი წილადის სახით)    ( 8 წთ )

C ფაზა.     

ჯგუფური მუშაობა - მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები მსგავსი შინაარსის ამოცანებით, იწყებენ მუშაობას ; ( 5 წთ )
მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრის პრეზენტაციას; (10 წთ )

შეფასება - მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შერჩეული კრიტერიუმებით . გეგმას თან ახლავს შეფასების რუბრიკა (2 წთ)

საშინაო დავალების მიცემა გვ. 174   # 14, 15, 16 და 17 ( 2 წთ )























































































































შეფასების რუბრიკა მათემატიკის გაკვეთილისათვის

ინდიკატორი
               ქულა
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეს შეუძლია შერეული რიცხვის წაკითხვა და ჩაწერა
დახმარების გარეშე ვერ კითხულობს / წერს  შერეულ რიცხვს
არასრულყოფილად კითხულობს / წერს  შერეულ რიცხვს
კითხულობს / წერს  შერეულ რიცხვს , მაგრამ ხარვეზებით
კითხულობს / წერს  შერეულ რიცხვს
სრულყოფილად კითხულობს / წერს  შერეულ რიცხვს
მოსწავლეს შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ცაწერა არაწესიერი  წილადის სახით
არ შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ჩაწერა არაწესიერი წილადისსახით
დახმარების გარეშე
არ შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ჩაწერა არაწესიერი წილადისსახით

შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ჩაწერა არაწესიერი წილადისსახით, მაგრამ ხარვეზებით
შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ჩაწერა არაწესიერი წილადისსახით
სრულყოფილად
შეუძლია არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით შერეული რიცხვის ჩაწერა არაწესიერი წილადისსახით




Lesson plan
Teacher: Nana Aivazashvili
ELCE Lesson: Diversity and multicultural education for secondary school students
Overall Objective: Students will be able to read and understand diversity and multicultural education and learn them.
Language Objective: Students will use target grammar and new vocabulary structures to compare cultures.
Civic Education Objective: Students will be able to express awareness of cultural diversity.
Stage of lesson
Activity
Time
Warm up
Ask Ss to fill K and W of a KWL chart in pairs and share.
5 minute
Activity 1/pre-reading
Ss match the traditions to the countries in pairs.
5 minute
Activity2
Ss read the text. They try to guess the meaning of the meaning of underline words and they make 1-or 2 Wh question sentences.
15 minute
Activity3/post-reading
Ss check other pairs work from activity 1 and call out 1 or 2 sentences. They ask the questions.
10 minute
Activity4/Assessment
Ss finish the KWL chart “l- what I learn” and express oral what they learn.
9 minute
Closure
Collect papers
1 minute
  


 
















No comments:

Post a Comment