განხორციელებული პროექტები


















1.    პროექტის სახელწოდება

ყველაზე მადლიანი თვე

2.    პროექტის მონაწილეები
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებლები:  ნინო ჯოჯიშვილი.                   თამარ გინტური
       მუშა ჯგუფის წევრები:                                                   მე-4 ბ კლასის   მოსწავლეები

3.    პრობლემების ანალიზი
დაწყებით საფეხურზე გათვალისწინებულია მოსწავლეები გაეცნონ და გაიწაფონ მარტივი სახის დიაგრამის წაკითხვაში, შესძლოს მონაცემების დაჯგუფების წესის ამოცნობა, თავად დააჯგუფოს მონაცებები.
·         სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ გაიაზრონ სვეტოვანი დიაგრამის პრაქტიკული მნიშვნელობა.
·         მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე საწყის ეტაპზევე საფუძვლიანად გაეცნოს და გაიაზროს მოცემული თემა, რაც ბევრად უფრო ადვილად აღქმადი გახდება კეთების პროცესში.
·          გეომეტრიულ ობიექტებით შექმნილი მხიარული კომპოზიციები საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს, განუვითარდებათ აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის,თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, პრობლემათა გადაჭრის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.


4.    შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.IV.14.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების შესახებ;
·      აღწერს/განმარტავს სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით;
·      ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და პოულობს თვისბრივ განსხვავებას მათ შორის (თვისობრიობა უკავშირდება ერთობლიობაში მონაცემთა გვარობას/ტიპს, მონაცემთა განმეორებადობას, პოზიციას და თანმიმდევრობას).
მათ.IV.13.    მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ალაგებს ჯგუფში გაერთიანებულ არაუმეტეს ათ მონაცემს (მაგალითად:  ზრდადობით ან კლებადობით ალაგებს რიცხვით მონაცემებს;  ლექსიკოგრაფიული მეთოდით ალაგებს გვარებს, რომელთა შორის რამდენიმეს საერთო აქვს არაუმეტეს ორი პირველი ასოსი);
·      აჯგუფებს მონაცემებს არანაკლებ ორი ნიშნით და ხსნის დაჯგუფების წესს;
·      სწორად ავსებს ცხრილს, სქემას, კითხვარს/ანკეტას (მაგალითად შეაქვს მონაცემები მზა ცხრილის შესაბამის უჯრებში).

სახელმწიფო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები

ტექნოლოგიური ინსტრუმენტები
·         მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, პროდუქტიულობის და შემოქმედებითობის ასამაღლებლად.

საინფორმაციო და კომუნიკაციის ინსტრუმენტები
·         მოსწავლეები იყენებენ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს თანატოლებთან, ექსპერტებთან და აუდიტორიის სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის დასამყარებლად.
·         მოსწავლეები იყენებენ მედიის და ფორმატების მრავალფეროვნებას სხვადასხვა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ეფექტურად მისაწოდებლად.

5.    პროექტის მიზანი
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •   გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება; გამოკითხვის ჩატარება, კვლევის წარმოება, მასაკების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.

6.    მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეები შეძლებენ:
·         გამოიყენონ მონაცემების შეგროვების  უნარ-ჩვევები გამოკითხვების დროს.
·         მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას ზეპირი პრეზენტაციების ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
·          სვეტოვანი დიაგრამის გამოყენების მნიშვნელობის შეფასებას.
·         სიტყვიერად და ვიზუალურად დიაგრამებით მონაცემების დალაგებას.
·         პრაქტიკულ სიტუაციებში დიაგრამების წაკითხვას.
·          სკოლის მოსწავლეების დაბადების თვეების სტატისტიკის მომზადებას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის დემონსტრირებას.
7.    მიზნობრივი ჯგუფები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
8.    ამოცანების განსახორციელებელად საჭირო საქმიანობები:

1.         ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება.
   1.1  კლასის 4 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
   1.2. შეხვედრები კლასის დამრიგებლებთან;
   1.3. მონაცემებისათვის საჭირო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობების დადგენა კლასების მიხედვით
   1.4.  კლასების მიხედვით მოსწავლეთა სიების შედგენა;
   1.5.  სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეთა სიის შედგენა;
  2.     მონაცემთა შეგროვება.
     2.1.  გამოკითხვების ჩატარება სწავლების საფეხურების მიხედვით;
     2.2  მონაცემების დატანა ცხრილებში;
    2.3.  მონაცემების დახარისხება;
    2,4. კლასების მიხედვით სვეტოვანი დიაგრამების აგება;
   2.5.სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეთა მონაცემთა მიხედვით სვეტოვანი დიაგრამის აგება;
    2.6.  სვეტოვანი დიაგრამების მიხედვით ,,PowerPoint“-ში ელექტრონული დიაგრამების შექმნა;
    2.7. სკოლის მოსწავლეთა საერთო მონაცემების მიხედვით შედეგების დახარისხება-შეკრება;
2.8. სკოლის მოსწავლეთა საერთო დიაგრამის აგება;
2.9. საერთო მონაცემების ელექტრონულ დიაგრამაზე დატანა;
 3.   სვეტოვანი დიაგრამის პრეზენტაციის მოწყობა.
    3.1.  შექმნილი რესურსების პრეზენტაცია.
   

No comments:

Post a Comment