ინტეგრირებული გაკვეთილები

გაკვეთილის თემა
დრო, რა დროა
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა,
ბუნება
უცხო ენა - ინგლისური
მასწავლებლების სახელი, გვარი
მათემატიკა, ბუნება   _    ნინო ჯოჯიშვილი
ინგლისური ენა          _    ნანა აივაზაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
დროის ინტერვალის ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის ამოცნობა და წაკითხვა როგორც ქართულად ისე ინგლისურად. ყოველივე ამის ცოდნა მათ ცხოვრებაში ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან (როგორც ქართულად, ისე ინგლისურად) დროის ერთეულებს,  არითმეტიკული მოქმედებებით დროის ინტერვალის  ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვას წუთებით.
მათემატიკა IV.5
მოსწავლეს შეუძლია ზომის ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება
·         იყენებს დროის ერთეულებს (საათები და წუთები) შორის ცნობილ თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით პოულობს დროის (ერთ საათამდე) ინტერვალს.
·         ერთი საათის ნახევარს, მეოთხედს, მესამედს გამოსახავს წუთებით.
ბუნება  IV.8
მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას.
ინგლისური:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი  ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი
 III.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სწორად და გარკვევით წარმოთქვამს  ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს,


მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან დროის საზომი ერთეულები: საუკუნე, წელიწადი, თვე, კვირა, დღე, საათი.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   მათემატიკა
გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე. მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ინგლისური ენა
Mary Bowen, Liz Hocking “English World” მოსწავლის სახალმძღვანელო,მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსი:  1კომპიუტერი, კომპ.პროგრამა „power point“,   პროექტორი.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები, მექანიკური და ელექტრონული საათი







გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. მოლოდინების განსაზღვრა.
(რას ელოდებით გაკვეთილისაგან). (3წუთი)
აქტივობა 3. რა დროა ახლა?
გონებრივი იერიშის მეთოდით ვაფიქსირებ მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე. (5წუთი)

ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 4 .დასახელებული  სიტყვებიდან  ამოვარჩევ საათს და გავახსენებ   ყველა იმ სიტყვას რაც დაკავშირებულია მასთან .  (5 წუთი)


B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 5.   ვაჩვენებ ,,power point“- ში მომზადებულ პრეზენტაციას „დროის საზომი ერთეულები“  (5წუთი)
აქტივობა 6.  მოსწავლეებს ვესაუბრები საათის შესახებ, ვაჩვენებ მექანიკურ და ელექტრონულ საათებს.  (5წუთი)
ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 7.  შევისწავლით მექანიკურ და ელექტრონული საათების ცნობას.  (5 წუთი)




C ფაზა - რეფლექსია
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 8.   ჯგუფური სამუშაო (5 წუთი)
შევავსოთ  სქემა (გამოსახე დრო სიტყვებით და ისრებით)
 აქტივობა 9.     პრეზენტაცია (5 წუთი)
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფის პრეზენტაციას.
ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 10. მოსწავლეები ჯგუფებში ჩაწერენ წინადადებებში აღნიშნულ დროს  და წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევარს.
გაკვეთილის შეჯამება- შეფასება, საშინაო დავალების მიცემა (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ იმ მოლოდინების შესახებ, რომლებიც მათ დააფიქსირეს გაკვეთილის დასაწყისში და აფასებენ გაკვეთილს.

                    
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.


ინტეგრირებული გაკვეთილი



გაკვეთილის  თემა


ვაჟა-ფშველას ,,ზამთარი“

სწავლების საფეხური


დაწყებითი, II კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა


21 მოსწავლე. სსსმ მოსწავლეები არ არიან

ინტეგრირებული  საგნები

ქართული, ბუნება, ისტ-ი - თამარ სალუქაშვილი
უცხოური  ენა-ინგლისური - ნანა აივაზაშვილი


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაეცნობიან და დაახასიათებენ
წელიწადის ერთ-ერთ დროს-ზამთარს,
როგორც  ქართულად, ისე ინგლისურად. დააკვირდებიან და  ისაუბრებენ ბუნების მოვლენებზე. გაეცნობიან ლექსის ავტორის-ვაჟა-ფშველას ბიოგრაფიას და ლექსს ,,ზამთარი“.





გაკვეთილის  სასწავლო მიზნები და შედეგები

მოსწავლემ შეძლოს ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება.
პოეტური ტექსტის აღქმა, გაეცნოს ლექსის ავტორის ბიოგრაფიას.
შეძლონ ახალი სიტყვების შესწავლა ინგლისურად.
მოსწავლეები შეძლებენ დაუკავშირდნენ მასწავლებლის ბუკს და პრეზენტაციაზე მუშაობას.
ქართული
II.6  მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს
·         პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ბუნება
II.4  მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
·      აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით
·      ჩამოთვლის  მაგალითებ სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ

II.6  მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
·      აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის  ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს
უცხ.დ
02.2 მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან

ისტ-ი
I.1 მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.








წინასწარი ცოდნა
ქართული
იციან რა არის ლექსი და იცნობენ ლექსის ავტორს
ბუნება
მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები და თვეები
ინგლისური
მოსწავლეებმა იციან რამოდენიმე სიტყვა წელიწადის ამ დროსთნ დაკავშირებით.
ისტ-ი
მოსწავლეებმა იციან ბუკში გადაგზავნილი დავალების გახსნა და მასში მუშაობა.



შეფასების საგანი და პროცედურები

ქართული, ბუნება, ინგლისური, ისტ-ი
ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მოხდება აქტიური მოსწავლეების დასახელება მოსწავლეების მიერ





სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ქართული
ქართულის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, ავტორი: მაღლაკელიძე, დაფა, ფურცლები
ბუნება:
დაკვირვების დღიური, სამუშაო ფურცლები
 ბუნების  სახელმძღვანელო, მასწავლებლის  საელმძღვანელო,
ავტორი: ლია შალვაშვილი
ინგლისური:
Marry  Bowen,  Liz  Hocking   “English  world”  მოსწავლის  სახელმძღვანელო,  მასწავლებლის  სახელმძღვანელო.
ტექნიკური  რესურსები:
მასწავლებლის  და  მოსწავლეების  „ბუკები“,  პროგრამა  “Power Point”-ში  შესრულებული  პრეზენტაცია, პროექტორი










გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი


A ფაზა   (გამოწვევა)

აქტივობა I  (5 წთ) ინდივიდუალური
მასწ, თამარ სალუქაშვილი
 განწყობის შექმნა
-როგორი განწყობით მოხვედით სკოლაში?
 საუბრობენ ამინდზე, ავსებენ დაკვირვების დღიურს.
საუბარი წელიწადის დროებზე.
-როგორც მიხვდით ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა არის ,,ზამთარი ’’

B  ფაზა (შინაარსის რეალიზება)

აქტივობა II (5 წთ) ჯგუფური
მასწ. თ.  სალუქაშვილი

კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს  ვაძლევ დავალებას:
I ჯგუფი:  როგორ შეიცვალა ამინდი?
II ჯგუფი:  რა შეგვიძლია ვთქვათ ფრინველებზე და ცხოველებზე, თუ გრძნობენ ისინი ზამთრის მოახლოებას?
III  ჯგუფი:  შეიცვალა თუ არა ადამიანების საქმიანობა ზამთრის დადგომასთან ერთად?
IV ჯგუფი: საუბრობს მცენარეებზე.

აქტივობა III (5 წთ)
მასწ. თ. სალუქაშვილი
 ჯგუფებს ვურიგებ ქაღალდის ფიფქებს, ფიფქებზე წერია სიტყვები, უნდა ამოარჩიონ მხოლოდ ის ფიფქები, სადაც წერია სიტყვები ზამთართან დაკავშირებით.

აქტივობა IV (7 წთ)
მასწ. ნანა აივაზაშვილი
მოსწავლეები უყურებენ და უსმენენ სიმღერას ზამთარზე, შეისწავლიან ახალ სიტყვებს სიმღერიდან.

აქტივობა V (10 წთ) მთელ კლასთან
მასწ. თამარ სალუქაშვილი

მოსწავლეების ბუკებში პრეზენტაციის გადაგზავნა. გავაცნობ ლექსის ავტორის-ვაჟა-ფშაველას მოკლე ბიოგრაფიას.
მოსწავლეები ბუკში წაიკითხავენ ლექსს ,,ზამთარი’’, აქვე დაათვალიერებენ ზამთრის ილუსტრაციებს.
აიხსნება ახალი სიტყვები და გამოთქმები,
შესაბამის ილუსტრაციებთან ერთად.

აქტივობა VI  (5 წთ) ჯგუფური
მასწ. თამარ სალუქაშვილი
მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ ლექსში ის სიტყვები, როლითაც დახასიათებულია ზამთარი
აქტივობა VII (5 წთ)
მასწ. ნანა აივაზაშვილი
 მოსწავლეები აკავშირებენ ჯგუფებში ახლად შესწავლილ სიტყვებს სურათებთან.

C  ფაზა (რეფლექსია)
გაკვეთილის შეჯამება კითხვების საშუალებით:
-როგორ მოგეწონათ გაკვეთილი?
-რა იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
-ვინ აქტიურობდა? (2 წთ)

საშინაო დავალების მიცემა: (1 წთ)
დახატონ თოვლიანი ზამთარი.









შეფასების სქემა


შეფასების კრიტერიუმები

პირობითად
ჩაეთვალა
ჩაეთვალა
წარმატებით
ჩაეთვალა
აკვირდება და საუბრობს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე
არ აქტიურობს და ვერ საუბრობს ბუნებრივ მოვლენებზე
ცდილობს იაქტიუროს და აღწეროს ბუნებრივი მოვლენები
ყოველთვის აქტიურია, საუბრობს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე.                  
ლექსის მიხედვით ახასიათებს ზამთარს
არ შეუძლია დავალების შესრულება
ნაწილობრივ ასრულებს დავალებას
აქტიურია გაკვეთილზე, ასრულებს ყველა დავალებას

მუშაობს ჯგუფში, ეხმარება ჯგუფს და შეაქვს თავისი წვლილი
ნაკლებად ცდილობს ჩაერთოს დავალების შესასრულებლად ჯგუფში
ნაწილობრივ ასრულებს სამუშაოს ჯგუფის წევრებთან
იცავს დროის ლიმიტს და ლოგიკური თანმიმდევრობით ასრულებს მიცემულ დავალებას ჯგუფში

  

No comments:

Post a Comment