swot-ანალიზი

ძლიერი მხარეები
1.      მოტივირებული მასწავლებლები;
2.      საჭირო ინტერნეტ-რესურსი;
3.      16 სერთიფიცირებული, სქემაში ჩართული მასწავლებელი;
4.      აქტიური მოსწავლეები;
5.      ადმინისტრაციის მზაობა;
6.      სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციების კლუბები სკოლაში.
შესაძლებლობები
1.      პროექტების განხორციელების  საშუალებით და გრანტის მოპოვებით სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
2.      სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციების კლუბების ჩართვა სასწავლო პროექტებში;
3.      სკოლის ბაზაზე დამატებითი მომსახურეობა (სპორტკლუბების და მუსიკალური სტუდიის შექმნა, სკოლის ნაკვეთის იჯარით გაცემა);
4.      საინფორმაციო შეხვედრების გამართვა და მშობელთა მოწვევა პროექტების პრეზენტაციებზე, მათი ჩართვა სასწავლო პროექტებში;
5.      სკოლის პროფესიული განვითარების ჯგუფის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე კოლეგების დასწრება და განხილვა, სამოდელო გაკვეთილების თანამშრომლობითი გზით დაგეგმვა;
6.      მოსწავლეთა თვითმმართველობისათვის საინფორმაციო შეხვედრა, პროფესიული განვითარების ჯგუფის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია და მათი სასწავლო პროექტებში ჩართვა;
7.      სკოლაში, მასწავლებელთა საჭიროების მიხედვით შერჩეული შესაბამისი ტრენინგ-კურსების დაგეგმვა და ჩატარება.
სუსტი მხარეები
1.      მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ნაკლებობა;
2.      დაფინანსების სიმცირე;
3.      მშობელთა დაბალი ინტერესი სკოლის ცხოვრების შესახებ;
4.      მასწავლებელთა მცირე ნაწილის სკეპტიკური განწყობა;
5.      მოსწავლეთა თვითმმართველობის ინერტულობა;
6.      პროექტებსა და კვლევებზე მუშაობის ნაკლები გამოცდილება.
საფრთხეები
1.      საგრანტო ტიპის პროექტების არ არსებობა/წარუმატებელი პროექტი;
2.      სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციების კლუბების ნაკლები ჩართულობა სკოლის განვითარების გეგმაში;
3.      სკოლის ტერიტორიის იჯარის მსურველი პირის მიზნების არასაკმარისი წვდომა;
4.      მშობლების მხრიდან დროის სკოლის განვითარებისსაქმიანობებზე გულგრილი დამოკიდებულება/დროის დეფიციტი;
5.      მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფის არასაიმედო პარტნიორობა სკოლის საქმიანობებში;
6.      მოსწავლეების მიერ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ დაყენებული საქმიანობების ხარისხი
7.      სკოლაში, მასწავლებელთა საჭიროების მიხედვით დაგეგმილი ტრენინგ-კურსების ჩაშლა მასწავლებელთა სიმცირის გამო.

No comments:

Post a Comment