შეფასების სქემები





გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა





1
არადამაკმაყოფილებელი
2
დამაკმაყოფილებელი
3
კარგი
საგაკვეთილო მიზანი და
შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი რთული შესაფასებელია; არ შეესაბამება ესგ-ს მისაღწევ შედეგს
მიზანი გამომდინარეობს ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდანმაგრამ დროში ძნელად მისაღწევი და/ან აკლია კონკრეტულობა.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად. იგი არის გაზომვადი და შეფასებადი და სრულად აღწერს ესგ-ს განსაზღვრულ შედეგს.
აქტივობების თანმიმდევრობა
 და სავარაუდო დრო
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის

აქტივობები ნაწილობრივ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
აქტივობები სრულიად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
მეთოდები,
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო მიზნები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
სასწავლო მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობებთან, მაგრამ სწორად არ არის შერჩეული კლასის ორგანიზების ფორმები. ან ზოგიერთი მეთოდი აქტივობის არაადეკვატურია, თუმცა სწორად არის შერჩეული ორგანიზების ფორმები.
სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო, კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
რესურსები
რესურსები არ არის მითითებული
მითითებული რესურსები მწირია
მითითებულია ყველა აუცილებელი რესურსი, რომლებიც მასწავლებელმა გამოიყენა გაკვეთილის დაგეგმვისას და გამოიყენებს გაკვეთილის ჩატარებისას.
ინტეგრირება*
საგანთაშორისი ინტეგრირება ხელოვნურია და თვითმიზნური
საგანთაშორისი ინტეგრირება ჩანს, თუმცა არ არის გათვალისწინებული ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.
საგანთაშორისი ინტეგრირება ლოგიკურია, გათვალისწინებულია ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.
შეფასება
არ აქვს განსაზღვრული მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდები. გეგმას არ ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულია მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი/მეთოდები, მაგრამ არ ახლავს შეფასების რუბრიკა/რუბრიკები. ან შეფასების მოცემული მეთოდებიდან ზოგიერთი არაადეკვატურია, ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულია მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდები, ახლავს კარგად მისაგადებული შეფასების რუბრიკები.



v  ინტეგრირების კომპონენტი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასებისას


საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა


1
არადამაკმაყოფილებელი
2
დამაკმაყოფილებელი
3
კარგი
მიზანი

ჩატარებულმა გაკვეთილმა ვერ უზრუნველყო განსაზღვრული მიზნის მიღწევა
ჩატარებულ გაკვეთილზე ნაწილობრივ იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები
ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები
აქტივობები, სწავლების მეთოდები და რესურსი
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და რესურსებმა ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და რესურსებმა მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა
გამოყენებულია ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლების უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობასა და სასწავლო შედეგის მიღწევას, რესურსების გამოყენებით ზრდის გაკვეთილის ეფექტიანობას.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ახერხებს წინასწარ დაგეგმილი აქტივობებისა და/ან მეთოდების მოდიფიცირებას
შეფასება

მასწავლებლის შეფასება არაეფექტიანია, შემოიფარგლება მხოლოდ არაფრისმთქმელი უკუკავშირით, კომენტარით. გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი
გამოყენებული შფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი, მასწავლებლის უკუკავშირი ადეკვატურია ან მეთოდები აფასებს მიღწეულ შედეგს, მაგრამ მასწავლებლის უკუკავშირით/კომენტარი არაფრისმთქმელია.
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი
საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი ვერ მართავს კლასს, სწორად ვერ ანაწილებს აქტივობებისათვის გამოყოფილ დროს.
მასწავლებელს ზოგიერთ შემთხვევაში უჭირს დროის მართვა და/ან მის მიერ გამოყენებული კლასის მართვის სტრატეგიები ნაკლებად ეფექტიანია
მასწავლებელი კლასში მიზნობრივად ანაწილებს დროს და ქმნის ისეთ სასწავლო სიტუაციებს, რომლებიც უზრუნველყოფს თვითრეგულირებად დისციპლინას.



მასწავლებლის თვითშეფასება
კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
12
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად










საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა



1
2
3
მოქნილობა /კრეატიულობა
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი _ იგი მოჰყვება დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია დაგეგმილი აქტივობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად
აქტივობები და სწავლების მეთოდები
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
რესურსები
არ იყენებს/ არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და ქმნის მას.
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
შეფასება
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია, ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
კლასის მართვა
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მასწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესტრუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად ახერხებს წესრიგის აღდგენას.











გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა


1
2
3
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ რეალისტური და გაზომვადია;
ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და შეფასებადი;
სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
შეფასება
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული, ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც  ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
კონკრეტულას არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც  ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
თვითშეფასება
გაკვეთილის გეგმას თან არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა/ ახლავს, თუმცა იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საშუალებას არ აძლევს გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან  ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან  ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც სრულად  აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.

კომენტარი:




No comments:

Post a Comment