შეხვედრების ჩანაწერები

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების ჯგუფის
შეხვედრის მოკლე ჩანაწერი N 6
შეხვედრის თარიღი: 19 თებერვალი, 2014 წელი.
შეხვედრის თემა/ თემები: 
1. გაკვეთილის გეგმისა და საგაკვეთილო პროცესის შეფასების უნარის            გამომუშავება
 2. კონსტრუქციული კომენტარის წერის პრაქტიკის გაუმჯობესება;

შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
  სამუშაო ჯგუფმა განვიხილეთ კონსულტანტის მიერ მოწოდებული მასალები ( გაკვეთილის გეგმისა და სასწავლო პროცესის შეფასების სქემები), ვუყურეთ ერთერთი სკოლის სამოდელო გაკვეთილს, განვიხილეთ გაკვეთილის გეგმა  და შევაფასეთ.  არ გაგვჭირვებია გამოგვევლინა საგაკვეთილო პროცესისა და გაკვეთილის გეგმის ხარვეზები და გავაკეთეთ  შესაბამისი წერილობითი კომენტარები.

  სამუშაო ჯგუფის წევრმა ნინო ჯოჯიშვილმა გამოთქვა სურვილი შექმნას მეთოდური სახელმძღვანელო დაწყებითი კლასის მასწავლებლებისათვის, რისთვისაც სჭირდება კონკრეტული რჩევები - როგორ შეიძლება მისი გაცნობა/პრეზენტაცია კოლეგებისათვის ანუ ხომ არ არის შესაძლებელი ამ აქტივობის დაგეგმვა მასწავლებლის სახლში.
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  განხილულ საკითხთან დაკავშირებით  და/ან ახალი და  მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
  ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ  დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები, რომელსაც შემდეგ შევაფასებთ, ანალიზს გავაკეთებთ მომდევნო კონსულტაციაზე.
გაკვეთილის შეფასებისას გამოვიყენებთ შეფასების სქემას და ორივე ტიპის შეფასებას, ანუ განმსაზღვრელს და განმავითარებელს,  დავწერთ ქულებს და გავაკეთებთ  წერილობით  ან სიტყვიერ კომენტარს.
  შევთანხმდით კომენტარის სტრუქტურაზე:
1.      პოზიტიური დასაწყისი ანუ რა მოგვწონს და რატომ ;
2.      გასაუმჯობესებელი სფერო  ანუ რა საჭიროებს შეცვლას;
3.      გაუმჯობესების გზის შეთავაზება;
4.      შეთავაზებული ვარიანტის უპირატესობის ჩვენება;
5.      თანამშრომლობითი, კოლეგიალური, კეთილგანწყობილი ტონი.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების ჯგუფის
შეხვედრის მოკლე ჩანაწერი N 5
შეხვედრის თარიღი: 13  ნოემბერი; 2013 წელი
შეხვედრის თემა/ თემები: 1. მასწავლებლებთან შეხვედრა

შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
  სამუშაო ჯგუფმა მასწავლებლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროექტის სიახლეებზე; გავაცანით ჯგუფის ანგარიში და დავურიგეთ შესავსებად კონსულტანტის მიერ მოწოდებული მასწავლებელთა  თვითშეფასების დიაგნოსტიკისა და პროფესიული საჭიროებების დაგენის კითხვარები;
    კითხვარები განვიხილეთ და  ვთხოვეთ შევსება, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები;
    ვისაუბრეთ სკოლის განვითარების პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა  მასწავლებელთა იდეები და იქვე შეირჩა პრიორიტეტები;
     მასწავლებლებს ვთხოვეთ ჯგუფისთვის დახმარება გაეწიათ და ნოემბრის კონფერენციაზე წარსადგენად  დაგვხმარებოდნენ სასწავლო რესურსების დამზადებასა და  შეგროვებაში;
    
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  განხილულ საკითხთან დაკავშირებით  და/ან ახალი და  მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
  ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ მასწავლებელთა მიერ შევსებული კითხვარების შედეგების შეჯამება და სკოლის განვითარების პრიორიტეტების განხილვისას გამოკვეთილი იდეებიდან კონკრეტულის შერჩევა და პროექტის შედგენაზე მუშაობის დაწყება.
  გადავწყვიტეთ თავი მოვუყაროთ  სკოლაში არსებულ სასწავლო რესურს და დავამზადოთ ახალი რესურსი კონფერენზიაზე წარსადგენად.



სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების ჯგუფის
შეხვედრის მოკლე ჩანაწერიN 4
შეხვედრის თარიღი: 4 ნოემბერი; 2013 წელი
შეხვედრის თემა/ თემები:
 1. განხორციელებული  სამუშაოების ანალიზი და ხარისხის გაუმჯობესებაზე ფიქრი;
2. სკოლის განვითარების პრიორიტეტების გზების მოძიება;

3. კონსულტანტის მიერ მოწოდებული მასწავლებელთა  თვითშეფასების დიაგნოსტიკისა და პროფესიული საჭიროებების დაგენის კითხვარების გაცნობა;


შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
სამუშაო ჯგუფმა შეხვედრაზე განხორციელებული სამუშაოების ანალიზი გვაკეთეთ , კერძოდ შევაჯამეთ გაკვეთილზე დასწრებასთან,  გაკვეთილის გეგმებთან დაკავშირებული დაგროვილი დოკუმენტაცია, განვიხილეთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები და შევაფასეთ ჩატარებული გაკვეთილები.
  კმაყოვილება გამოვთქვით, რომ არაერთმა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი გაკვეთილზე დაგვსწრებოდა და გაეზიარებინა ჩვენი ცოდნა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე კმაყოფილება გამოვთქვით იმის შესახებ რომ  ჩვენი სკოლის მასწავლებლები კეთილ–განწყობილნი არიან ჩვენი ჯგუფის საქმიანობის მიმართ,
   გადავხედეთ ჯგუფის სამუშაო გეგმას და დავინახეთ მასში ვლილებების შეტანის აუცილებლობა;
    გავეცანით და განვიხილეთ კონსულტანტის მიერ მოწოდებული მასწავლებელთა  თვითშეფასების დიაგნოსტიკისა და პროფესიული საჭიროებების დაგენის კითხვარები;

    
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  განხილულ საკითხთან დაკავშირებით  და/ან ახალი და  მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
  ჯგუფმა აღნიშნა, რომ ჩვენმა დაგეგმილმა და განხორციელებულმა სამუშაოებმა  კარგი შედეგი მოგვცა საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესების მხრივ  და მივიღეთ გადაწყვეტილება გავაგრძელოთ ამ მხრივ მუშაობა;
    სამუშაო ჯუფმა გაკვეთილის გეგმების ერთობლივად განხილვისას აღმოვაჩინეთ უმნიშვნელო ხარვეზები და მივიღთ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადავხედოთ სატრენინგო მასალას, რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმისა და გაკვეთილზე დაკვირვების ნიმუშები, ასევემასწავლებლის თვითშეფასება გაკვეთილის ბოლოს;
   სამუშაო ჯგუფის გეგმის გადახედვისას დავინახეთ საჭიროება მისი სრულყოფის მიზნით შევიტანოთ მასში რამოდენიმე ცვლილება;
    გადავწყვიტეთ დავგეგმოთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა და სადიაგნოსტიკო ტესტების დარიგება შესავსებად,  მათი აზრის მოსმენა სკოლის განვითარების  საჭიროების პრიორიტეტებთან დაკავშირებით.





ჩანაწერი 3

შეხვედრის თარიღი:  7 ოქტომბერი; 2013 წელი
შეხვედრის  თემა/თემები:

    1.   პროექტის მიერ დეკემბრის თვეში დაგეგმილ სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენი პრეზენტაციის თემის შერჩევა; 
    2.   სასწავლო რესურსების თავმოყრა და ახლების დამზადებაზე მუშაობა;
შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
 შეხვედრაზე შეირჩა ორი თემა:
 1. მასწავლებლის 9 გზავნილი და
 2. ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობების ამსახველი საკითხები;
  კონფერენციაზე წარსადგენი რესურსების შეგროვება
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით და/ან ახალი, მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
  
     ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზენტაციის თემად შეირჩეს - ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობების ამსახველი საკითხები;
   დაიწყოს მუშაობა პრეზენტაციის მოსამზადებლად;
    კონფერენციაზე წარსადგენი რესურსების თავმოყრა და ახლების დამზადება;

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები:
1.      ნინო გინტური
2.      ნანა აივაზაშვილი
3.      ნინო ჯოჯიშვილი
4.      ნათია ხუციშვილი
5.      ლეილა ლომიაშვილი
6.      იზოლდა ძოძიშვილი
7.      თეა ბეგიაშვილი

ჩანაწერი 2
შეხვედრის თარიღი:  21 სექტემბერი; 2013 წელი
შეხვედრის  თემა/თემები:
1. სკოლის განვითარების ჯგუფის ფუნქციების გაცნობა კონსულტანტის მხრიდან;
2. სვოტ-ანალიზის განხილვა;
3.  სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესების, თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრების მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
4. სამუშაო გეგმის შედგენა; 
შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
 შეხვედრა ურთიერთგაცნობით დაიწყო- ჯგუფის წევრებმა და კოორდინატორმა ქალბატონმა თამილა ჩუბინიძემ წარადგინეს საკუთარი თავი;
   გავეცანით ჯგუფის წევრების ფუნქციებს;  პროექტის სიახლეებსა და გეგმებს ;
   კოორდინატორს წარვუდგინეთ ჩვენი სამუშაო გეგმის მონახაზი, მანა რამოდენიმე რჩევა მოგვცა გეგმის სრულყოფისათვის
   კოორდინატორს გავაცანით ჩვენი სკოლის სვოტ- ანალიზი ,  სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე  შევჯრდით შემდეგ საკითხზე - საგაკვეთილო პროცესის გაუმობესების მიზნით დავიწყოთ გაკვეთილის ეთობლივად  დაგეგმვა, ურთიურთ- დასწრება და შეფასება.
   
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით და/ან ახალი, მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
   ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება:
1.      საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესების მიზნით დავიწყოთ გაკვეთილის ეთობლივად  დაგეგმვა, ურთიურთ- დასწრება და შეფასება, ამ პროცესში მასწავლებლების ჩართვა;
2.      ჯგუფის სამუშაო გეგმის სრულყოფა;
3.      ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობა;
4.      სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენ პრეზენტაციაზე მუშაობა
 


სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები:
1.      ნინო გინტური
2.      ნანა აივაზაშვილი
3.      ნინო ჯოჯიშვილი
4.      ნათია ხუციშვილი
5.      ლეილა ლომიაშვილი
6.      იზოლდა ძოძიშვილი
7.      თეა ბეგიაშვილი


                                                                     ჩანაწერი 1
შეხვედრის თარიღი:  12  ივნისი; 2013 წელი
შეხვედრის  თემა/თემები:
1. სკოლის მასწავლებლებისათვის სამუშაო ჯგუფის დანიშნულების გაცნობა;
2. სატრენინგო მასალის დანაწილება და პრეზენტაციის სახით მასწავლებლებთან წარსადგენად;
3.  პროექტის შერჩევა
4. კვლევის შერჩევა

შეხვედრის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები.
შეხვედრისას მასწავლებლებს ჯგუფმა გააცნო მისი დანიშნულება და ფუნქციები;
ჯგუფის წევრებმა გადავინაწილეთ სატრენინგო მასალა პრეზენტაციების მოსამზადებლად;
ვისაუბრეთ პროექტისა და კვლევის თემების შერჩევაზე;   
ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით და/ან ახალი, მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
   ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება:
1.      აქტიურად ჩავრთოთ მასწავლებლები ჯგუფის საქმიანობაში; გავითვალისწინოთ და ანგარიში გავუწიოთ მათ მოსაზრებებს;
2.      სატრენინგო მასალა გადავინაწილეთ შემდეგი თემების მიხედვით:
 ნინო ჯოჯიშვილი - სილაბუსი და გაკვეთილის გეგმა
ლეილა ლომიაშვილი - ტესტები
ნინო გინტური - შეფასება
     ნათია ხუციშვილი- მასწავლებლის პროფესიული განვითარება
     თეა ბეგიაშვილი- წარმატებული  სკოლა
     ნანა ივაზაშვილი- პროექტი
     იზო ძოძიშვილი - კვლევა
3.      პროექტის თემად შეირჩა -  ,,მწვანე სახლი“
4.      კვლევის თემად შეირჩა - ,, სკოლა და მშობელი’’



სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები:
1.      ნინო გინტური
2.      ნანა აივაზაშვილი
3.      ნინო ჯოჯიშვილი
4.      ნათია ხუციშვილი
5.      ლეილა ლომიაშვილი
6.      იზოლდა ძოძიშვილი
         თეა ბეგიაშვილი.

No comments:

Post a Comment